– პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა – ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით

როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში, ამაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, აწვდის ზუსტს ინფორმაციას ევროპელ პარნიორებს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელს პროცესებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში და აწვდის ზუსტს ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ოპოზიცია განსაკუთრებით გააქტიურდება დიპლომატიური მიმართულებით.
„ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი? – ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რასაც დღეს იმეორებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, ველოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?