რატი ანდრონიკაშვილმა რიგის ვეფ-ში მეორე თამაში ჩაატარა და წინაზე შედეგიანი იყო. ლატვია-ესტონეთის ერთობლივ ლიგაში მისმა გუნდმა ლატვიურსავე “ლიეპაიას” 74:58 მოუგო. რატი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 30-მდე წუთი ითამაშა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზე 10 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2-2 ჩაჭრა და დაფარებაა. ვეფ-ს 8-1 ბალანსი აქვს და პირველ ადგილზეა. 9 ნოემბერს მორიგი მეტოქე “კეილია” იქნება.
შეგახსენებთ, რომ აქამდე უკლუბოდ მყოფმა ქართველმა კალათბურთელმა, დროებითი, 3-კვირიანი კონტრაქტი გააფორმა ლატვიურ კლუბთან, სადაც ის ტრავმირებულ დაირის ბერტანსს ცვლის.