სალომე ზურაბიშვილი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ისინი პრეზიდენტთან ათონელის რეზიდენციაში მივიდნენ.
„ინიციატივა ჩვენი თხოვნით არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბოლო განვითარებების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს. ბევრი რამ არის უკვე გარკვეული და დადგენილი ს გაყალბებასთან დაკავშირებით. გვინდა, ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს და მისი აზრი მოვისმინოთ“, – თქვა მ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეხვედრაზე ასევე მივიდნენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას