გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში; 11:00-იდან 12:00 საათამდე და 16:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – წეროვანი, ჩარდახი, მუხრანი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გრიგოლ ხანძთელის, ფარსმან სონღულაშვილის და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე – ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე იყო წარსულში

ირაკლი კობახიძე – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი – იყო რბილი მიდგომა, ზედმეტად რბილი პრაქტიკა, ეს არასწორია