ანა დოლიძე – სასამართლო არის მონოპოლიზებული

სასამართლო არის მონოპოლიზებული – ჩამოართვეს მოსამართლეებს საქმეები და მისცეს თავის ერთგულ ხალხს, იმისთვის, რომ გარანტირებულად გამოიტანონ გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ სააპელაციო სასამართლოდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ანა დოლიძე საქართველოში ევროკავშირის საგამოძიებო მისიის ჩამოსვლის აუცილებლობას ხედავს და აცხადებს, რომ ეს არა 26 ოქტომბრის ს გაყალბების დასამტკიცებლად, არამედ მომავალ არჩევნებზე გაყალბების ფაქტების პრევენციისთვისაა საჭირო.
„ეს არის ჩართვა სააპელაციო სასამართლოდან – მურუსიძე-ჩინჩალაძის სამფლობელოდან, აქ დღეს იმართება რამდენიმე პროცესი სხვადასხვა სარჩელთან დაკავშირებით. აი, ამ სასამართლოს ხელმძღვანელი არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც არის დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატებისგან, აი, რა სამარცხვინო ამბავში ვართ. აქვე არის მოსამართლე ლევან მურუსიძეც. რა მოხდა ამასობაში?! ჩამოართვეს მოსამართლეებს საქმეები, ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ, რომ მოსამართლისთვის საქმეების ჩამორთმევა არ შეიძლება და მისცეს თავის ერთგულ ხალხს, იმისთვის, რომ გარანტირებულად გამოიტანონ გადაწყვეტილებები, რაც მათ უნდათ. სასამართლო არის მონოპოლიზებული. აი გირგვლიანის, რობაქიძის პროტესტების დროს მინახავს მე ასეთი ქცევა და ასე კორდონით გამაგრებული სასამართლო პროცესი. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს, როგორც მთავრდება ისიც ნანახი გვაქვს. ზუსტად ამ სიტუაციაში ვიყავი მე 15 წლის წინ, 2006-2007 წლებში ეს ბრძოლები იყო და ასე იყო გამაგრებული მაშინაც სააპელაციო სასამართლო და რით დამთავრდა ეგ გასაგებია. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ათ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული ეს პარლამენტი, მარტო ათ სახელმწიფოს. მათ შორის არის ვენესუელა, რომელიც არც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, წარმოგიდგენიათ?! მათ შორის არის ირანი, რომელიც თვითონ სანქციების ქვეშ არის, ეს მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოს 200 სახელმწიფოდან მხოლოდ 10 -ს აქვს აღიარებული ეს არჩევნები. მტკიცებულებები ჩვენ შევაგროვეთ, ჩვენ ვმუშაობდით ერთი კვირა ძალიან აქტიურად, შევაგროვეთ მტკიცებულებები და ეს ყველაფერი გაგზავნილია უცხოეთში. ჩვენ აქ გვჭირდება ევროკავშირის საგამოძიებო მისია, რატომ? არა ამ არჩევნებისთვის, ეს არჩევნები რომ გაყალბდა ცხადია, ეს გვჭირდება შემდგომისთვის, შემდეგი არჩევნებიც ხომ უნდა ჩატარდეს ნორმალურად?! ამისთვის რაც მოხდა, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებით, აი ეს სისტემა უნდა იყოს გამოძიებული და ევროკავშირის საგამოძიებო მისიის მოწვევაც შესაძლებელია. ეს პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, გამოძიების მოთხოვნა გაგრძელდება, მტკიცებულებების მოთხოვნა გაგრძელდება და აი სასამართლო რომ ასეთ დღეშია და ორასი კაცის რომ ეშინიათ, რომ შიგნით შევალთ, ეს მე უკვე ნანახი მაქვს. გეუბნებით, გადახედეთ კადრებს და 2006 და 2007 წლების სასამართლოებს, ამ დღეში ჩაიგდო „ქართულმა ოცნებამ“ თავი, ესაა აქ სამარცხვინო და ყველაზე მთავარი რა არის, რომ ის, რაც მათ უნდოდათ, რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყოლოდათ ოპონენტად, ეს აღარ არის, აქ ბევრი ოპოზიციაა, ოთხი დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა სხვადასხვა, და ჩვენი ამომრჩევლები გვყავს ყველას და ჩვენი ამომრჩეველი როგორც თვლის საჭიროდ, ისე ვიბრძვით.” – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ