ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ – ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს -ის 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას ვულოცავ! გლობალურ საქმეებში „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას ვაფასებ. ეს ზუსტად ის პრინციპია, რომელსაც ში სამართლიანი მშვიდობის მოტანა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ამას რეალობად ვაქცევთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა სექტემბერში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და რუსული აგრესიის დასრულების გზები დეტალურად განიხილეს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით. აშშ-ში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ დონალდ ტრამპს პირადად მიულოცოს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილოს.