პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისალოც ტექსტში კობახიძემ კვლავ ახსენა ტერმინი გადატვირთვა, რომელსაც ის ხშირად იყენებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას.
“ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას”, – წერს კობახიძე.
Congratulations to President @realDonaldTrump on His decisive victory in the election. I am confident that President Trump’s leadership will promote peace globally and in our region as well as ensure restart in 🇺🇸-🇬🇪 relations. — Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 6, 2024
5 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც რესპუბლიკელი კანდიდატი, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლიდერობს. აშშ-ში ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან. თუმცა, ტრამპმა უკვე გაიმარჯვა ორ მერყევ შტატში: ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, იგი სხვა მერყევ შტატებშიც ლიდერობს.
ამავე თემაზე:
· აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს გაუძლებს — დანიგანი
· სალომე ზურაბიშვილი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს