“აფხაზეთში არ არსებობენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები” – დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ “აფხაზეთში არ არსებობს და არ შეიძლება იყვნენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები”.
“2025 წლის დასაწყისში აფხაზეთში საპრეზიდენტო გაიმართება და ასეთ პერიოდებში, რიტორიკა მწვავდება. პოლიტიკური ოპონენტებისგან ერთმანეთის მიმართ რადიკალური, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები კეთდება.
თუმცა, კატეგორიულად არავის ვურჩევდი ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესების გადატანას აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების თემაზე,” – აღნიშნა ბარციცმა.
ბარციცის თქმით, “ინდივიდუალური შეჯახებები, რომლებიც წარმოიქმნება საინფორმაციო სივრცეში, წარმოდგენილია როგორც აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების გართულება, მაგრამ ხშირად ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგს წარმოადგენს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია