გურამ მაჭარაშვილი – ტრამპის არჩევით დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის

არჩევნებზე დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში გამართული საპრეზიდენტო ს შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ს გამარჯვების შედეგად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ტრამპი არის მშვიდობის მომხრე, აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ში მშვიდობის დამყარების პროცესი დაჩქარდება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ კაცი კაცად დარჩეს და ქალი ქალად. პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა ეს არა ერთხელ თქვა და ვხედავთ, რომ ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამას ემხრობა. გაიხსენეთ, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მშვიდობას, ტრადიციებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მხარს არ უჭერდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვაიგივებდით ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკის საზოგადოებასთან. ამ არჩევნებზე ზუსტად დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრე არის არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეც ვამბობდით, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს გადავხედავდით, მათ შორის, ამერიკასთან, ევროკავშირთან. ახლა როგორც ჩანს, კიდევ უფრო პერსპექტიულია ეს მიმართულება, იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპს ამ შემთხვევაში აქვს ის კონსერვატიული მიმართულება, რაც ასევე არის ჩვენი მიმართულება და, რა თქმა უნდა, გადატვირთვის რეჟიმი უფრო დაჩქარდება. დაჩქარდება ასევე მსოფლიოში იმ ცხელი წერილების დამთავრების პროცესი, რომელიც აუცილებლად დასაწყებია. ჩვენ ასევე ვიცით მისი [ტრამპის] დამოკიდებულება ომებთან დაკავშირებით, რომ ის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ დაჩქარდება პროცესები როგორც უკრაინაში მშვიდობის დამყარების და აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩვენი პერსპექტივის,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, Fox News-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, -ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. მათივე ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას – ამ არჩევანმა წერტილი უნდა დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა