– ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი “რესპუბლიკური პარტიიდან“, აცხადებს, რომ ვრცელდება ხმები ფილადელფიაში არჩევნებში „მასობრივი თაღლითობის“ შესახებ და სამართალდამცავი ორგანოები უკვე ადგილზე მიემართებიან, – BBС-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
“ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ, სამართალდამცავი ორგანოები მოდიან“, – აცხადებს ტრამპი.
ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა BBC-ს განუცხადა, რომ მათ არ იციან, რას გულისხმობს ტრამპი.
ბრალდება უარყო ფილადელფიის საქალაქო კომისარმა, სეთ ბლუშტეინმაც.
„ამ ბრალდებაში აბსოლუტურად არ არსებობს სიმართლე. ეს დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია. ფილადელფიაში ხმის მიცემა უსაფრთხო და დაცული იყო“, – აღნიშნა სეთ ბლუშტეინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…