CNN – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 178 ხმა აქვს, კამალა ჰარისს – 91

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 178 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 91, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის, ლუიზიანას, მონტანას, იუტასა და მისისიპის შტატებში. კი – კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში, ილინოისში, როდ-აილენდში, ნიუ-იორკსა და კოლორადოში.
რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 43 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 34, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 131 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს” კი – 82.