CNN – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 154 ხმა აქვს, კამალა ჰარისს – 53

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 154 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს – 53, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
ამასთან, CNN-ის პროგნოზით, წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს არკანზასის, სამხრეთ კაროლინას, ფლორიდას, ოკლაჰომას, მისურის, ტენესის, ალაბამას, უაიომინგის, სამხრეთ დაკოტას, ჩრდილოეთ დაკოტას, ტეხასის შტატებში. კამალა ჰარისი კი – კოლუმბიის ოლქში, მერილენდში, მასაჩუსეტსში, დელავერში.
რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში „რესპუბლიკელებს“ 42 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ – 32, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებს“ 96 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს” კი – 59.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო