გიორგი რურუა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი რურუა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებას აქვეყნებს.

“საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა. აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი, მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ჰქვია და გვარი – ი ასოზე იწყება. ცირკია მა რა არის – როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან. საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა”, – წერს რურუა.