“სან ანტონიო სპურსი” გაურკვეველი დროით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
“სპურსის” ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა “მინესოტასთან” (113:103) მატჩამდე თავი შეუძლოდ იგრძნო. ამჟამად გუნდს მისი ასისტენტი მიჩ ჯონსონი ხელმძღვანელობს.
კლუბი პოპოვიჩის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობისთვის, პოპოვიჩი “სპურსს” 1996 წლიდან წვრთნის.
შეგახსენებთ, “სან ანტონიოს” რიგებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი ირიცხება.