მამუკა ხაზარაძე და ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ასევე, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებში პროკურატურამ უკვე დაიბარა პრეზიდენტი , „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ ს გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.
ყველგან გავიმარჯვებთ!!
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება“, — წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით უცნობია, მივა ჯაფარიძე პროკურატურაში თუ რა სახით მოითხოვს გამოკითხვას.
პროკურატურამ ს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გახმიანებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.