ისრაელში ერაყიდან და ლიბანიდან გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ერაყიდან და ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ორი დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცეში დრონის შესვლის შემდეგ მასადაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი ერაყიდან იყო გაშვებული.
ლიბანიდან გაშვებული დრონის გამო კი განგაში გამოცხადდა მეთულასა და კფარ გილადში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!