რებროვმა საქართველოს და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის უკრაინის შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი ტირანაში ალბანეთს. ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა სერგეი რენბროვმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ხოლო კიდევ შვიდი მოთამაშე თადარიგში ჰყავს.
მეკარეები: გეორგი ბუშანი (დინამო), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)
მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა შახტარი), ალეკსანდრ ტიმჩიკი (დინამო), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაკსიმ ტალოვეროვი (ლასკ, ავსტრია)
ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო (ორივე დინამო), გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი,
ალეკსანდრ ზუბკოვი (ყველა შახტარი), ალეკსეი გუცულიაკი, ალეკსანდრ ნაზარენკო (ორივე პოლესე), ივან კალუჟნი (ალეკსანდრია), მიხაილ მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიკტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი), ალეკსანდრ ზინჩენკო (არსენალი, ინგლისი), ეგორ იარმოლიუკი (ბრენტფორდი, ინგლისი)
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო)
სათადარიგოები: დმიტრი რიზნიკი, ტარას სტეპანენკო, დანილ სიკანი (ყველა შახტარი), ალეკსანდრ სვატოკი (ოსტინი, ), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესე), ვიტალი ბუიალსკი, ვლადისლავ კაბაევი (ორივე დინამო).