ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიც გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ

მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მშრალი ხიდი გადაკეტეს.
ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს.
ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.
“უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად. ყველა უბანი უნდა მოვიაროთ. საქართველოს გადარჩენის ფორმულა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღეს არის ისტორიის გარდამტეხი მომენტი, როდესაც პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა