ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონ ჰუი მიიღო, რომელიც რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე, 1-ელ ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა დაადასტურეს. -ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია