ნიკა მელია – ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა – ამ პარლამენტში არცერთი ოპოზიციონერი არ შევა!

ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას თქმით, ყველა ქუჩაში უნდა იდგეს იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა.
“კითხვების დასმა ერთმანეთისთვის, როდემდე უნდა ვიყოთ ქუჩაში, დღის წესრიგიდან მოხსნილია. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება. იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება. არა იმიტომ, რომ აქ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური, კოალიციური ჯგუფებისთვის მოპარული, ანუ თქვენთვის მოპარული არჩევნების შედეგები თვალსაზრისით აღდგეს სამართლიანობა, არა, ახალი არჩევნები ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.
არა ნაცვალსახელ „მე“-ს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვართ ყველანი ერთნი! დასრულდა წინასაარჩევნო ბრძოლა. ამ ქვეყანაში ჩვენი გამარჯვების გარეშე არჩევნები აღარასდროს ჩატარდება. არც ერთი თავმოყვარე ადამიანი ამ რეჟიმის პირობებში არჩევნებზე აღარ წავა! მაშასადამე, ჩვენ პოლიტიკური კონკურენტები აღარ ვართ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დაეცემა. ამ პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა!” – განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან