ბურჯანაძე “კორუნაში” საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი ბარსელონაში დამარცხდა

ბექა ბურჯანაძემ ბარსელონაში შედეგიანად ითამაშა. ის თავის გუნდ “ლეიმა კორუნაში” საუკეთესო იყო, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის დებიუტანტი კატAლონიურ გრანდთან უშანსოდ დამარცხდა – 80:106.
პირველი პერიოდის შემდეგ ბურჯანაძის გუნდს იმედი ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლო, რადგან 7 ქულით ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში “ბარსელონა” დიდ უპირატესობას დაეუფლა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.
ბურჯანაძემ არასრულ 19 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. ის საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში საუკეთEსო იყო.