ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების შემცირების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნუსა ტენგარას პროვინციაში, ლევოტობი ლაკი-ლაკის მთაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცეცხლოვანმა ლავამ 4 კილომეტრის რადიუსში მდებარე 7 სოფელი დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაიწვა და დაზიანდა.
სტიქიის გამო ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა და თავი სკოლის შენობებისთვის შეეფარებინა.
მთა ლევოტობი ლაკი-ლაკი – ერთ-ერთი ცნობილი ვულკანური მწვერვალია კუნძულ ფლორესზე. მან ამოფრქვევა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი