მესი “ბარსელონაში” დაბრუნდება? – შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალამდე დიდი ამბავი მოხდეს…

Gol Digital-მა დღეს გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია და დაწერა, რომ ლიონელ მესი შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავი მაიამის “ინტერში” დარჩენას 2025 წლის დეკემბრამდე გეგმავს, მისი კონტრაქტის ამოუწურვიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 6 თვე იქნება.
მას უნდა, რომ კონკურენტუნარიან გარემოში მოხვდეს, მოემზადოს მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის და შესაძლოა, “ბლაუგრანაშიც” დაბრუნდეს.
მესი თვლის, რომ “ბარსელონაში” ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმე აქვს და 2026 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ლეოს დიდი დაბრუნებაც ვიხილოთ.