ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს.
ინფორმაციას მედია საშუალებები ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება“, – აცხადებს გრანტ შეპსი.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის.
„ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით“, – აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.
გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო