ენერგოომბუდსმენი – მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს – არ დარჩა უბანი დედაქალაქის მასშტაბითაც, სადაც დარღვევას ადგილი არ ჰქონდა

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ელექტრონულმა მიმართვიანობამ წლის განმავლობაში 10 ათასს გადააჭარბა.
„ჩვენ პანდემიური პერიოდის შემდეგ ძალიან კარგად ავამუშავეთ ელექტრონული მომართვიანობა. ელექტრონულმა მომართვიანობამ წლის განმავლობაში გადააჭარბა 10 ათასს. არ იგულისხმება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის მომართვა, რომელსაც პასუხს ვცემთ ონლაინ რეჟიმში, ეს ძალიან კარგად მუშაობს, უფრო მეტად ვიცილებთ დარღვევებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომართვიანობა 100%-ით არის გაზრდილი.
საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს. არ დარჩა უბანი დედაქალაქის მასშტაბითაც, სადაც დარღვევას ადგილი არ ჰქონდა”,-აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ლელომ ვიწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკასო, ბოჭორიშვილსო, ხოდა, თუ დიქტატურაა, რა მნიშვნელობა აქვს რას გაიგებს მაკა ბოჭორიშვილი? ბიძინა არ წყვეტს და მაკას გაგებაზეა რამე დაკიდებული?

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!