მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით: მატილდა გვარლიანის ბრწყინვალე გამოჩენა LACMA Art-ს საღამოზე – Marao

Victoria’s Secret-ის შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, მა­ტილ­და გვარლიანი ლოს ან­ჯე­ლეს­ში LACMA Art+Film Gala სა­ღა­მოსაც და­ეს­წრო. ეს სა­ღა­მო ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა და მისი სპონ­სო­რი არის Gucci. სა­ღა­მოს სტუმ­რებს კი სწო­რედ ამ ბრენ­დის კო­ლექ­ცი­ი­დან აც­ვი­ათ სა­მო­სი, გამონაკლისი არც ახალგაზრდა ქართველი მოდელი იყო, რომელმაც ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა მოირგო.
მატილდას გვერდით საღამოზე გამოჩნდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან, ვიტორია ჩერეტი, კიმ კარდაშიანი, ბლეიკ ლაივლი და სხვები.
მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).
“12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე” – იხსენებდა მატილდა.
მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.