სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ატალანტასთან“ 0:2 მარცხდება.
სტუმრები დებიუტში ლუკმანმა დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება მაკტომინეის შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ანგისას მეკარე კარნეზეკმა არ გაატანინა. 31-ე წუთზე კი ლუკმანმა შორიდან დალაშქრა მერეტის კარი – 0:2 და მასპინძლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
ნაპოლი – ატალანტა
გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31)
გასაოცარი არც ანგარიშია და არც ის ფაქტი, რომ ფაქტიურად ერთმა კაცმა გადაახია ბურთი თავზე ნაპოლის დაცვას… დასაფიქრებელი ის ფაქტი უფროა, რომ ატლანტას ბევრად უფრო ღრმა შემადგენლობა ჰყავს ბევრად ნაკლები ბიუჯეტით…