Reuters – სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სერბეთის ტრანსპორტის მინისტრზე, გორან ვესიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა პარასკევს მოხდა, როდესაც სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან გადახურვა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
„გამოძიება დაადგენს ვინ მიიღო გადაწყვეტილებები, ვინ მოაწერა ხელი და ვინ აკონტროლებდა სამუშაოების ხარისხს“, – განაცხადა გორან ვესიჩმა.
მისივე თქმით, გამოძიებაში მონაწილეობას საგზაო მოძრაობის სახელმწიფო ინსტიტუტი და სახელმწიფო რკინიგზის კომპანია მიიღებენ, ასევე ჩინური კონსორციუმი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)