“ბათუმმა” “ამრა” მესამე პერიოდში გატეხა

დღეს, ბათუმში სტარტი აიღო სუპერლიგის მე-5 ტურმა. აჭარულმა კლუბმა გაგრის “ამრას” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა. თავად განსაჯეთ, პირველი ნახევარი თანაბარი ანგარიშით – 35:35 დასრულდა, რის შემდეგაც მესამე პერიოდში ფაქტობრივად ყველაფერი გაირკვა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა 10-წუთეული 28:12 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ.
მატჩი ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბათუმმა საბოლოოდ 18 ქულით – 84:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგის მე-3 მატჩში მე-2 გამარჯვება იზეიმა. მასპინძლებმა გუნდურად ითამაშეს. ხუთმა მოთამაშემ მიაღწია
10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 და 15 ქულა შესაბამისად ოთარ ბულიავამ და ჯექსონ ბრენჩლიმ მიითვალეს. 13 ქულა და 11 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ამრაში 21 ქულით საუკეთესო იყო მაიკ ტიდველი. 15 ქულა ემანუელ ანსამ მიითვალა.
სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩები 2 ნოემბერს – თბილისსა და ტყიბულში გაიმართება.
GBF