სერია B-ს მე-11 ტურში “ფროზინონე” “სუდტიროლს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში “ფროზინონეს” შემტევმა გიორგი კვერნაძემ საგოლე პასი შეასრულა და თავი პირველი საგოლე მოქმედებით გამოიჩინა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
“ფროზინონე” სერია B-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.