“კვარას” მომავალი?” – მარადონას ყოფილმა მენეჯერმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

დიეგო არმანდო მარადონას ყოფილმა მენეჯერმა სტეფანო ჩეჩიმ Televomero-სთან ინტერვიუში ს შესახებ ისაუბრა. ჩეჩის თქმით, მისი აზრით, “კვარა” “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
“კვარას” მომავალი? ვფიქრობ, მალე ყველაფერი მოგვარდება და ის “ნაპოლიში” დარჩება. ქართველმა ახლახანს “პარტენოპეის” საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა, ის თავს ნეაპოლური გარემოს ნაწილად თვლის”, – განაცხადა ჩეჩიმ.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩადებასა და ხელფასის სახით 8 მილიონი ევროს ანაზღაურებას ითხოვენ, ამ პირობებზე კი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჯერჯერობით უარს
აცხადებს.