“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ორი წლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ის ინგლისის მხოლოდ იმ გუნდების გაწვრთნას დათანხმდება, რომლებიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებენ.
“როცა “ფენერბაჰჩეს” დავტოვებ, ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება გავწვრთნა ინგლისური გუნდი, რომელიც ევროტურნირებზე არ იასპარეზებს, ვფიქრობ, ორ წელიწადში ამისთვის მზად ვიქნები”, – ციტირებს BBC მოურინიოს სიტყვებს.
შეგახსენებთ, მოურინიო პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს “ჩელსის” (ორჯერ), “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემს” წვრთნიდა.