საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს და როგორც nakrebi.ge “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში დაიწყო და მალევე გაიყიდა.
მატჩი “აჭარაბეთ არენაზე” 16 ნოემბერს გაიმართება.