უკრაინის ნაკრების 25 წლის მეკარემ ანდრეი ლუნინმა შეიძლება გუნდი გამოიცვალოს, – იტყობინება DefensaCentral-ი.
გამოცემის მტკიცებით, “პორტუ” დოიგუ კოშტას გაყიდვას და მის ნაცვლად “რეალის” მეკარის შეძენას აპირებს და მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ლუნინმა სექტემბერში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, ამ სეზონში კი 3 მატჩში 5 გოლი გაუშვა.