მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” 106:88 დაამარცხა. ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 10:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა დააგროვა და 1 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სპურსის” ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა, ფრანგმა ცენტრმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება შესძინა.
კრის პოლმა 19 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი
და 2 ჩაჭრა დააგროვა.
“ჯაზიდან” კოლინ სექსტონმა 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “სან ანტონიო სპურსი” დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 3 თებერვალს, “მინესოტა ტიმბერვულვსის” წინააღმდეგ გამართავს.
“იუტა ჯაზს” მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით გამარჯვება არ მოუპოვებია და 5 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს, უილ ჰარდის გაწვრთნილი გუნდი 3 ნოემბერს, “დენვერ ნაგეთსს” შეხვდება.