“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებულმა ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა თურქული კლუბის გულშემატკივარს განუცხადა, რომ მიმდინარე სეზონს “გალაში” გაატარებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “პარტენოპეის” ვიქტორი იანვარში დაებრუნებინა და სხვა კლუბში გაეყიდა, თუმცა როგორც ჩანს, ნიგერიელი “გალათასარაის” დატოვებას არ აპირებს.
– “ვიქტორ, სეზონის მეორე ნახევარშიც ჩვენთან იქნები?” – მიმართა გულშემატკივარმა ოსიმენს.
– “რა თქმა უნდა, სეზონს “გალათასარაიში” დავამთავრებ”, – უპასუხა ოსიმენმა ქომაგს.
შეგახსენებთ, ვიქტორს “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება, ნიგერიელი “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ
შედის და დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს კიდევ ერთხელ შეიცვლის.