Campania-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ, Televomero-ს ეთერში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მაროლდას თქმით, მისი აზრით, “კვარა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეის” დატოვებს.
“კვარას” კონტრაქტი? იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას მიაღწევდნენ, ახლა კი ვფიქრობ, რომ ქართველის სიტუაცია ოსიმენის მსგავსია.
ხვიჩას აგენტი ხელშეკრულებაში დაბალი გამოსასყიდი თანხის ჩაწერას ითხოვს, “ნაპოლის” კი გამოსასყიდ თანხად 100 მილიონ ევროზე მეტის ჩაწერა სურს. მჯერა, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან, თუმცა ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვებს, რადგან მას სხვა ამბიციები და მიზნები აქვს”, – განაცხადა მაროლდამ.
შეგახსენებთ,
ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერი მამუკა ჯუღელი იტალიის ქალაქ მილანში იმყოფება, სადაც “პარტენოპეის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.