ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს

კატარული “ალ არაბის” ნახევარმცველი მარკო ვერატი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ინტერში” გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას L’Interista ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ნერაძურის” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს და 31 წლის ფეხბურთელი სიმონე ინძაგის სათამაშო ფილოსოფიაში იდეალურად ჯდება. გარდა ამისა, ზაფხულში შესაძლოა, “ინტერი” ჰაკან ჩალჰანოღლუმ დატოვოს.
ვერატის “ალ არაბისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.