ოფიციალურად – “მანჩესტერის” მწვრთნელად ამორიმი დანიშნეს

“მანჩესტერის” მწვრთნელად 39 წლის პორტუგალიელი რუბენ ამორიმი დანიშნეს, – ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება.
ამორიმს კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. “იუნაიტედი” მის აწ უკვე ყოფილ კლუბს, “სპორტინგს” კომპენსაციის სახით 11 მილიონ ევროს გადაუხდის.
ამორიმის სეზონური გასამრჯელო 8 მილიონი იქნება.