ლიგა 1-ის მეთე ტურში „ლიონი“ გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც გუშინ 24 წლის გახდა, გამოჯანმრთელდა, თუმცა მწვრთნელმა პიერ საჟმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ალბათ, შეცვლაზე შეუშვებს.
მიქაუტაძემ გასულ ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და დღეს გულშემატკივრების გახარებს ისევ შეეცდება.
მატჩი „პიერ მორუაზე“ თბილისის დროით 00:0 საათზე დაიწყება.