ეს ხალხი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც მეც გავაგრძელებ ბრძოლას, როდის იქნება ეს არ ვიცი, ალბათ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არჩევნები ძალიან მალე გვაქვს – გიორგი კირთაძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულებზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ს “ერთობის მანიფესტი” იყო პარტიის გახლეჩისკენ მიმართული.
კირთაძე ახალი პლატფორმის შექმნაზე საუბრობს, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გარკვეული ადამიანები ამ პლატფორმიდან გააგრძელებენ ბრძოლას.
” როცა რეალური განსხვავება ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიას შორის მართვის სტილში აღარ იყო, მიმაჩნია, რომ ეს არ იყო გამარჯვების ფორმულა. საარჩევნო მზადება არის დასაწყები ყველას მხრიდან. სადღაც ჩვენ წერტილი უნდა დაგვესვა და ვთქვით, რომ ვსვამთ წერტილს იქ, სადაც არ გვჯერა გამარჯვების. შევეცდებით, რომ სხვა პლატფორმიდან გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ავტოკრატიული რეჟიმი იქნეს ჩამოშლილი,” – ამბობს გიორგი კირთაძე.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა.
“მე მიმაჩნია, რომ ახალი პლატფორმა უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს კეთილდღეობა. არ შეიძლება შიგნით ვერ უზრუნველვყოთ პარტიაში დემოკრატია და მერე ხალხს ვუთხრათ, რომ ხელისუფლებაში როცა მოვალთ, მერე მთელ ქვეყანაში გვექნება დემოკრატია.დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, ვისაც მართლა გულწრფელად სჯერა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებელმა ადამიანებმა შეიძლება უკეთ ვიგრძნოთ აქ თავი, ღირსეული სამსახური აქვე ვიპოვოთ და ქვეყნიდან არ გავიქცეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც მეც გავაგრძელებ ბრძოლას. როდის იქნება ეს არ ვიცი, ალბათ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ძალიან მალე გვაქვს,” – ამბობს გიორგი კირთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია, ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს

თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ