უნგრეთის პრემიერმინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ რომ მომავალშიც იქნება, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორც ხდება აქამდე. არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში. როდესაც თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს იმიტომ, რომ ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებულები. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არისო, თუ კონსერვატორები – მაშინ დემოკრატია არ ყოფილა.