ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ ურღვევი თავდაცვითი კედელი გახდება

ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ახლა, ომის დროს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ისლანდიაში, სკანდინავიური საბჭოს მთავრობის მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც სა და მთელ ევროპას გეოპოლიტიკურ სიცხადეს მისცემს და უკრაინას რუსეთთან დიპლომატიაში გააძლიერებს, როცა დრო მოვა.
„უკრაინა იმსახურებს გულწრფელ პასუხს და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ამ გამჭვირვალობას. გთხოვთ, ითანამშრომლოთ პარტნიორებთან ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით ბერლინში, რათა ჩვენ ერთად მივაღწიოთ ამ გეოპოლიტიკურ სიცხადეს. როდესაც უკრაინა მიიღებს მიწვევას ნატო-ში, ეს გახდება ურღვევი თავდაცვითი კედელი ს იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება – საქმე უნდა გადაიბაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება