ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრი – ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ – საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება

ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „საარჩევნო მთლიანობის დარღვევა“ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან „მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“ და ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია.
ამასთან, განცხადებაში მინისტრები აკრიტიკებენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის „უდროო ვიზიტს“ და აღნიშნავენ, რომ ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული ვითარებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს დარღვევები საარჩევნო კამპანიის დროს და ასევე, ს დღეს. ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას ვგმობთ. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას ვითხოვთ. ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და, კერძოდ, ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება. ის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი წინსვლის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოში პრემიერ-მინისტრ ორბანის უდროო ვიზიტს ვაკრიტიკებთ. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარტინ დვორაკი; დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი, მარი ბიერი; გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი; ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა; ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი, იოაკიმ სტრანდი; საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი; ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი, ჯენიფერ კეროლ მაკნილი; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიულ ლანდსბერგისი; ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი; ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი; პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, ადამ შლაპკა; პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში, ინეშ დომინგოსი; შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი, იესიკა როსენკრანცი.