ესტონეთის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ ვესაუბრე, რომელიც საქართველოში შაბათ-კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს. ამას მათ ვერავინ წაართმევს“, – წერს ალარ კარისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია