„მე პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდზე ვარ“ – კონგრესმენი უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი მორიგ განცხადებას აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით.
მან დღეს, 28 ოქტომბერს, მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
„გუშინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრებთან ერთად გამოუცხადა მსოფლიოს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიმიტურია და მოუწოდა ხალხს პროტესტისკენ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის დაცვაში.
მე პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდზე ვარ ამ ბრძოლაში, და ვაფრთხილებ მთავრობას, რომ არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო აკვირდება“, – აცხადებს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული