ნატოს პრესსპიკერი – არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული

არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ განცხადებას ნატოს პრესსპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადების გაკეთებისას, ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნას დაეყრდნო, რომელშიც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ საქართველოს არათანაბარ გარემოში ჩატარდა.
“საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი.
არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,” – განაცხადა ფარა დახლალამ.

ასევე დაგაინტერესებთ