გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები განხორციელდება

გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და KfW – ს შორის INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში.
უწყების ცნობით, ხელმოწერის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის დაწყება გერმანიის მხარესთან INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ბოლო წლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. წარმატებით მიმდინარეობს მთელი რიგი პროგრამები, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარება, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების განვითარება. ჩვენს ეკოსისტემას უკვე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს, მომდევნო წლებში, დაახლოებით 15 მლნ ევროს ფარგლებში ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერას. მათ შორის, საგანმანათლებლო კომპონენტს IT სფეროში; ევროპული აქსელერატორის შემოყვანას ქვეყანაში და სხვადასხვა საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო