ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებზე – ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დემოკრატიას ნდობა ავითარებს.
„ყველა ხმა მნიშვნელოვანია. მოდით, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს ისეთი, რომლის რწმენაც ყველა ქართველს შეიძლება ჰქონდეს. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით“, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო