ელჯი მერფი – 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო

500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო, – ამის თაობაზე მედიასთან OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენელმა ელჯი მერფიმ განაცხადა.
მერფის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნა კარგად იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ იყო დაშინება, ხოლო 24%-ის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა, რაც მაღალი მაჩვენებელია.
”ყველამ ძალიან კარგად იცის ის ერთი უბანი, სადაც შედეგები მაც გააუქმა, რადგან აშკარა მტკიცებულება იყო, რომ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაიყარა. საქართველოში 3 000-ზე მეტი უბანი იყო. ჩვენ ჩვენი სტატისტიკა გვაქვს – ჩვენმა დამკვiრვებლებმა რაღაც ადგილებში აღმოჩნინეს დარღვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე პროცედურები არ იყო დაცული.
მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ დარღვევა იყო, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საჩივარი შესაბამის უწყებაში შეიტანონ და ეს საჩივარი შესაფერისად და სათანადოდ უნდა განიხილონ. არის პრობლემა ნდობასთან დაკავშირებით – თუ რამდენად ენდობიან გასაჩივრების მექანიზმებს.
რაც შეეხება ხმების რამდენჯერმე მიცემას, ძალინ ცოტა დადასტურებული შემთხვევა არის – 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო“, – განაცხადა ელჯი მერფიმ.